რეზონანსი
10.06.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის ამუშავება დამოკიდებულია პარტნიორი ქვეყნების ეპიდვითარებაზე.

„ყველაფერი მზად არის ხელმოსაწერად, თუმცა ბოლო კვირის განმავლობაში ისრაელში ეპიდმდგომარეობა გართულდა. ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ეს საკითხი დროებით უნდა გადავდოთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბალტიის ქვეყნებთან, პოლონეთთან, ჩეხეთთან და ავსტრიასთან, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, ჩვენთვის, პირველ რიგში, ყველაზე დიდი ფასეულობა არის ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობა, მისი უსაფრთხოება. ჩვენ შევძელით და ეკონომიკა ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავხსენით, ამ მიღწევებს ჩვენ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ", - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×