რეზონანსი
10.06.2020

გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. 76 წლამდე მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში" გადაიყვანა. „გორმედის" ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მერაბ მაისურაძის ინფორმაციით, დაშავებულს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს.

დაზარალებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×