რეზონანსი
10.06.2020

ეს ისეთი დისკომფორტი არაა, რომლის გამოც ქვეყანამ ეროვნული გამოცდები უნდა გადადოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „POSTV"-ის ეთერში, გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის პირბადის აუცილებლად გამოყენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„პირბადე, სოციალურ დისტანციასთან ერთად, ინფექციის პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია, ამიტომ როდესაც კითხვას სვამენ, რომ გამოცდების პერიდოში, 3-4 საათი ახალგაზრდებს პირბადე თუ უკეთიათ, ეს ხომ არ მოქმედებს მათ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე - გადაჭარბებული შეფასებაა. მაშინ, ჩვენ, ექიმებმა რა ვქნათ?! მთელი დღე პირბადით ვმუშაობთ! დღეს პირბადე ჩვენი ცხოვრების მთავარი ატრიბუტი გახდა და ასე იქნება, სანამ კაცობრიობა პანდემიას არ დაძლევს. ამას უნდა შევეჩვიოთ. მცირე დისკომფორტი არის, ეს გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ამის გარეშე არ გამოვა", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×