რეზონანსი
10.06.2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის მაისის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,06 ათასი ტონა, რაც 0,29 ათასი ტონით  ანუ 37,7%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (0,77 ათასი ტონა) შედარებით და 0,73 ათასი ტონით ანუ 40,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,79 ათასი ტონა)  შედარებით. 

ქვეყნების მიხედვით, მ/წლის მაისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა  ირანიდან - 0,26 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,14 ათასი ტონა (13,2%), აზერბაიჯანი - 0,13 ათასი ტონა (12,3%) რუსეთი -  0,12 ათასი ტონა (11,3%),  გერმანია - 0,06 ათასი ტონა (5,7%) და სხვ.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 6,07 ათასი ტონა, რაც 1,49 ათასი ტონით ანუ 19,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,56 ათასი ტონა) შედარებით.

მ/წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა  თურქეთიდან - 1,11 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0,92 ათასი ტონა (15,1%), რუსეთი -  0,80 ათასი ტონა (13,2%),  გერმანია - 0,60 ათასი ტონა (9,9%) და სხვ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×