რეზონანსი
10.06.2020

ამ წუთებში მაშველებს დაშავებული ქალბატონი ჩამოჰყავთ ლომისის მთიდან. ამის შესახებ ,,პრაიმტაიმნიუსს" ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება.

,,ახლა ჩამოჰყავთ მაშველებს ქალბატონი, რომელსაც ფეხი გადაუბრუნდა და დაეცა. მანამდე 13 წლის ბიჭი დაგორდა, ხეს ჩაეჭიდა და იმან გადაარჩინა, თორემ ალბათ ხრამში გადავარდებოდა. მაშველებმა მითხრეს, ამ დროისთვის ოთხი დაშავებული ჩავიყვანეთ ქვემოთო",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ადგილზე ამ წუთებში მაშველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა მობილიზებული.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×