რეზონანსი
10.06.2020

როდის გაიხსენება კორონაპანდემიის საფრთხის ფონზე დახურული ფიტნეს-ცენტრები და საცურაო აუზები - ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ბიზნესმენებთან შეხვედრებს განაგრძობს. მთავარი თემა კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციებია.

დღეს იყო შეხვედრა ქსელური სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან. შეიქმნება სამუშაო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან კოორდინაციით შემუშავდება დარგის სპეციფიკაზე მორგებული რეკომენდაციები.

შეხვედრას 20-მდე ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენელი ესწრებოდა.

"გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ბიზნესის ერთ-ერთ სექტორთან, კერძოდ, სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსების წარმომადგენლებთან. მათთან შევთანხმდით, იმ პროცესზე, რომლითაც უნდა მივიდეთ, კონკრეტულ რეგულაციებამდე, რომელიც იქნება პრაქტიკაში აღსრულებადი, და რომელთა დაცვითაც, მოხდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების გახსნა და ბიზნეს სექტორის ამუშავება," - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×