რეზონანსი
10.06.2020

გეგმავს, თუ არა სინოდი მეუფე პეტრე ცაავას ეკლესიიდან განკვეთას და რა მოლოდინი აქვთ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს. ეპისკოპოსების განცხადებით, შესაძლოა ეს საკითხი სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იყოს.

სასულიერო პირებმა მეუფე პეტრეს დღეს სინანულისკენ მოუწოდეს.

"მეუფე პეტრესთან დაკავშირებით, თუ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა და მისი ქმედებიდან გამომდინარე შეიძლება დადგეს, როცა საეკლესიო პირი, საეკლესიო კანონიკური სამართლის მიხედვით არის სასჯელის ქვეშ და ის არ ემორჩილება და არ ექვემდებარება, სასჯელი უფრო მძიმდება. ის რასაც აკეთებს არის ძალიან სამწუხარო მდგომაროება, ეს არის ძალიან მძიმე მისი სულიერი მდგომარეობა, მას გამართლება არ აქვს," - აცხადებს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი.

თიანეთისა და ფშავ ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელ გაბრიჭიძე მიიჩნევს, რომ ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს მონანიება უჭირს:

"წმინდა სინოდი ჯერ არ იქნება, ჯერ ზეცაში წყდება და მერე მიწაზე მოგვევლინება ჩვენ ინფორმაცია და აუცილებლად გეტყვით. მეუფე პეტრეზე ვფიქრობ, რომ სასულიერო პირი მეტი თავშეკავებული უნდა იყოს. სასულიერო პირი, რომ გამოვა სიკეთეს, სიმშვიდეს, სიყვარულზე უნდა ქადაგებდეს და თუ სადმე რაიმე პრობლემაა უნდა აღმოიფხვრას. რასაც ვუყურებ მეუფე პეტრეს უჭირს მონანიება და ამას პირველ რიგში ჩვენ განვიცდით," - განაცხადა მეუფე მიქაელმა, მისი თქმით, სინოდის სხდომის თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ის უახლოეს პერიოდში გაიმართოს.

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია იმსჯელებს, თუ არა სინოდი პეტრე ცაავას განკვეთის საკითხზე:

"საკითხი როცა დადგება მაშინ იმსჯელებს. ჩემთვის ჯერ ცნობილია არაა," - აღნიშნა მეუფე ანდრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×