რეზონანსი
10.06.2020

საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული სრულად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული სრულად, განსაკუთრებით, როგორც თქვენ ბრძანეთ, წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი და არავის მოუვა აზრად ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა, რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის გარანტირებული", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×