რეზონანსი
10.06.2020

ბოლო დღეების განმავლობაში, ბევრი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში, ვაიმე, ტურისტი აღარ არის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ ნიქოზის სანერგე მეურნეობაში განაცხადა, სადაც შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს ხვდება. მისი თქმით, ადამიანი ჯან-ღონიანი ახლაგაზრდა საქმის გაკეთებას ყოველთვის შეძლებს.

„მინდა, გავიხსენო, სამი წლის წინ ვიყავი აქ პირველად, პატარა ნერგები იყო. სანამ საქმეზე გადავალთ, მარტივი რამ მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე მარტივი მაგალითი, რა შეუძლია შრომას და როგორ შეიძლება, ქვეყანას ემსახურო, განსაკუთრებით აქ. არ არის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები.

ბოლო ერთი-ორი დღის განმავლობაში, იმდენი წუწუნი მესმის ჯანიანი ბიჭების ქალაქში – ვაიმე, ტურისტი აღარ არის, რა გვეშველება, მთავრობა რას შვრები, როდის ჩამოვა ტურისტი, მოგვეხმარეთ და ის ქენით... რეალურად, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ადამიანი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ჯანით სავსე, ენერგიით სავსე, ყოველთვის შეძლებს, თუ აქვს შესაბამისი სურვილი, სამართლიანობა, ღირსება, ამ ქვეყენაში საქმე გააკეთოს ისე, როგორც აკეთებს გიორგი“, – განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×