
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ ქვეყანა, რომლმაც საქართველოს ტურისტული მიმოსვლის აღდგენის გადადება სთხოვა, ისრაელია. შესაბამისად, ის აღარ იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც, როგორც ანონსდებოდა, 1-ელი ივლისიდან საქართველო ტურისტებს მიიღებს.
საქართველო საერთაშორისო ტურისტებს სწორედ 1-ელი ივლისიდან ელის. პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებდა, რომ სავარაუდოდ, ისრაელი იქნებოდა პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებდა, თუმცა როგორც მან გუშინ განაცხადა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო, ზოგიერთმა ქვეყანამ „ცოტა ხნით დალოდება“ ითხოვა.
ინტერპრესნიუსი