რეზონანსი
10.06.2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ყველა რეგიონში ცენტრიდანული განწყობები გაძლიერდა, რის გამოც ქვეყანა დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამის შესახებ მან ტელეარხ Україна24-ის ეთერში განაცხადა.

იმისთვის, რომ უკრაინა პოლიტიკური რუკიდან არ გაქრეს, აუცილებელია, ოპერატიულად რეფორმები გატარდეს.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანა შეიძლება დაიშალოს - დიახ, თუ რეალური ცვლილებები არ დაიწყო, ქვეყანა შეიძლება გაქრეს. ნუ მოვატყუებთ საკუთარ თავს - რეგიონებში, ყველა მიმართულებით ცენტრიდანული განწყობები საგრძნობლად გაძლიერდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×