რეზონანსი
10.06.2020

ნიკოლოზ ბასილაშვილი ძმის თენგო ბასილაშვილის თქმით, ნელი დოროყაშვილს პროვოკაციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა ადრეც ჰქონდა:

„ორ გამოკითხვაზე სხვა ჩვენება მისცა, მესამე კითხვაზე კიდევ რაღაცა დაამატა. ნელის ჰქონდა რამდენიმე მცდელობა პროვოკაციის მოწყობის, ფაქტია, რომ არ გამოსდის ნიკასთან მიმართებაში. ნიკა ძალიან მშვიდი ადამიანია.

ერთი წლის წინ, ღამის 3 საათზე ნიკას დაურეკა, უნდა მოვიდე ბავშვთან ერთად შენთან სახლშიო. ნიკამ უთხრა, რომ ღამის 3 საათია და მე თვითონ მოვალო. ამის შემდეგაც ნიკამ დაურეკა პატრულს, რადგან ელოდებოდა მისგან პროვოკაციას და პატრულის თანხლებით მივიდა ნელის საცხოვრებელ ადგილზე.

სიტუაცია დახვდა ისეთი, რომ ჭურჭელი იყო დამტვრეული, ნიკას პრიზები იყო დამტვრეული“, – განაცხადა თენგო ბასილაშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

ჩოგბურთელი 22 მაისს ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×