რეზონანსი
09.06.2020

თქვენ თუ შეხედავთ ინვესტიციების მსოფლიო სტატისტიკას ამ დროს ყველგან ინვესტიციების სერიოზული კლებაა, მათ შორის საქართველოშიც,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პალიტრანიუსის გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე ჩაშვებულია რამდენიმე პროექტი, რომელიც დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს და მნიშვნელოვნად აისახება სტატისტიკაზე.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, აქ მარტო საქართველოში როდის, რა მოხდა კი არ უნდა შევხედოთ, უნდა შევხედოთ გლობალურად, მსოფლიოში, რა მოხდა. იანვარში, თებერვალშიც და მით უფრო მარტში მსოფლიოში უკვე მძვინვარებდა ჯერ ეპიდემია და შემდეგ უკვე პანდემია შესაბამისად, როდესაც ასეთი გლობალური არასტაბილურობა გაჩნდა ფინანსურ ბაზრებზე, ამას მანამდე ერთვოდა სანავთობო ბაზრებზე ასეთი რყევები, ინვესტორები, რა თქმა უნდა, ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას ინვესტიციებთან დაკავშირებით. თქვენ თუ შეხედავთ ინვესტიციების მსოფლიო სტატისტიკას, ამ დროს სერიოზული კლებაა ყველგან ინვესტიციების და მათ შორის, საქართველოშიც.

მე შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომელიც მოიტანს დამატებით ინვესტიციებს და რომელიც სერიოზულად აისახება სტატისტიკაზე, უკვე პრაქტიკულად ჩაშვებულია. მაგალითად, ნამახვანის ჰესი -700 მილიონი დოლარის ინვესტიცია, შეუქცევადი პროცესია. ახლა ჩვენ მალე გვექნება უკვე მშენებლობის გახსნის ცერემონია, მშენებლობის ნებართვა გაცემულია, ინვესტორი მუშაობს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×