რეზონანსი
09.06.2020

მსოფლიოს 27-ე ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა თენგო ბასილაშვილი "რუსთავი 2-თან" საუბრობს ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიზნის შესახებ:

 "ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილს მეუღლემ პროვოკაცია მოუწყო. ვთხოვ, თუ აქვთ მათ ძალადობის ამსახველი კადრები სადაც ნიკას ძალადობის ფაქტები იკვეთება გამოაქვეყნონ. მათ ამ კადრების ხსენებით საზოგადოება შეჰყვას შეცდომაში. ნელის მიზანი შეიძლება იყოს  ქონებრივი დავა ან  პირადი განადგურება", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმამ.

მისი თქმით, ნელი დოროყაშვილი თავად მივიდა მათთან სახლში და ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა.

"ნელი მოვიდა ჩვენთან სახლში. აქამდე ის დაუკითხავად არასდროს მოსულა, გამოლანძღა ჩვენი ოჯახის წევრები და წავიდა. ის, რომ ჩვენი სახლი ძალიან მშვიდად დატოვა სათვალთვალო კამერებშიც ჩანს," - თქვა თენგო ბასილაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×