რეზონანსი
09.06.2020

კარანტინმა ითამაშა სერიოზული როლი. ჩვენ დაახლოებით 140-მდე ინფიცირებული ადამიანი კარანტინიდან აღმოვაჩინეთ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველის" ეთერში, „რეაქციასთან" საუბრისას.

„ქვეყანა ძალიან სერიოზულად აკონტროლებს საზღვრებს. ძირითადად, ახლა საქართველოში შემოდიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანები, სომხეთისა და საქართველოს, ან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც პირდაპირ კარანტინში გადადიან. კარანტინმა ითამაშა სერიოზული როლი. მაგალითად, დღევანდელ 8 ახალ პაციენტშიც 2 კარანტინიდან იყო. ამან ითამაშა სერიოზული პრევენციული როლი ინფექციის შემდგომ არგავრცელებაში" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 818 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 686 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×