რეზონანსი
09.06.2020

ეს გამოიწვევს რყევებს ქართულ პოლიტიკაში , - ასე პასუხობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, არჩევნებში ნიკა მაჭუტაძის პარტიის შანსებთან დაკავშირებით, რომლის თავმჯდომარეც ნატო ჩხეიძე გახდა.

"ეს გამოიწვევს რყევებს ქართულ პოლიტიკაში და ველოდებით, რა იქნება ზუსტი შედეგი ამ ყველაფრის", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ნაწილი თანამდებობების განაწილებით არის დაკავებული, რაც მათ რეიტინგს კიდევ უფრო შეამცირებს.

"რეალურად ხედავთ, რომ ისინი ინაწილებენ იმ თანამდებობებს, რაც ბუნებაში არ არსებობს, ეს არის მათთვის დამახასიათებელი, ნაცვლად იმისა, რომ ჩართულნი იყვნენ პარლამენტის მუშაობაში და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ისინი დაკავებულნი არიან მხოლოდ იმით, თუ როგორ გადაინაწილებენ თანამდებობებს. ღიმილისმომგვრელია ის, რომ საუბარია ბუნებაში არარსებულ თანამდებობებზე. ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკით ოპოზიცია კიდევ უფრო დაბლა ჩავა, ვიდრე ვიხილეთ "იმედის" რეიტინგებში, 12-პროცენტიანი და 3-პროცენტიანი პარტიები შეიძლება, კიდევ უფრო დაღმა ჩავიდნენ, რაც აბსოლუტურად მოსალოდნელია" , - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×