რეზონანსი
09.06.2020

მას შემდეგ, რაც ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თანამოაზრეებმა, „ოცნებიდან" ოპოზიციაში გადასულმა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ახალი პარტია დააფუძნეს, კვლავ გააქტიურდა საკითხი, აპირებს თუ არა აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას ექსპრემიერი.

დღეს კვირიკაშვილმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არც კონსულტაციებს მართავს რომელიმე პარტიასთან და არც პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს,

„მარიამ ჯაშთან და ჩემს სხვა თანამოაზრეებთან მაქვს მეგობრული დამოკიდებულება., მე მათ წარმატება მინდა ვუსურვო. აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას არ ვაპირებ", - განუცხადა ექსპრემიერმა კვირიკაშვილმა „კურიერს".

მის ყოფილ გუნდშიც ადასტურებენ, რომ კვირიკაშვილი არ ბრუნდება პოლიტიკაში.

„გიორგი კვირიკაშვილის წასვლა პოლიტიკიდან დიდი დანაკარგი იყო. მისი პოზიცია უცვლელია, არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დაბრიუნებას", - განუცხადა მედიას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, დეპუტატებმა ლევან კობერიძემ, მარიამ ჯაშმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა. ზვიად კვაჭანტირაძემ პოლიტიკური პარტია დააფუძნეს.

ახალი პარტიის დამფუძნებელი ლევან კობერიძე ღიად აცხადებს, რომ ის ყველაზე დიდი ალბათობით, პოლიტიკურ ალიანსს მამუკა ხაზარაძის „ლელოსთან" განიხილავს

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×