
სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის ოჯახმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შიმშილობა დაიწყო.
როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მათთვის უცნობია, თუ რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება.
„9 თვე ციხეში იყო. თუ დამნაშავე არ იყო, რატომ გააჩერეს ეს დრო? ვაცხადებთ შიმშილობას, სანამ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან არ გამოგვეხმაურებიან. აქ ვიქნებით იმდენი დღე, რამდენიც საჭიროა. პედოფილი გამოუშვეს და ჩემი ხუთი წლის ბავშვი გაამტყუნეს. მთავრობისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ვითხოვ," - აცხადებს ბავშვის ოჯახი წევრი.
შეგახსენებთ, ძალადობის ფაქტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხდა. 58 წლის კაცს მისივე ძმის შვილიშვილ გოგონაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ, პროკურატურამ პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე მისი დაკითხვა ვერ მოახერხა და მამაკაცმა დაწესებულება გირაოს სანაცვლოდ დატოვა.
საქმის განხილვა ვერც სასამართლომ დაასრულა და უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
დაზარალებული გოგონას ოჯახი საქმის ხელოვნურად გააჭიანურებასა და უსამართლო გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.