რეზონანსი
09.06.2020

სპორტსმენ გიორგი კანდელაკის სახლში სამართლადამცველებმა საგამოძიებო სამუშაოები ჩაატარეს. სავარაუდოდ, სპორტსმენის სახლში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები 18 წლის მამაკაცის ცემას უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი ერთი-ერთია, ვინც 18 წლის ახალგაზრდა სცემა, რომელიც შემდეგ მრავლობითი დაზიანებებით თბილისის კლინიკა „ჯერარსში" გადაიყვანეს.

გიორგი კანდელაკის ვაჟი, თარაშ კანდელაკი უკვე დაკითხეს.

სწორედ თარაშმა დაარტყა 18 წლის ბიჭს, რა დროსაც ის გადავარდა და თავის მძიმე დაზიანება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ თვითმხილველების ცნობით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება გასული ღამის 2 საათზე დაიწყო და ჩხუბში 20-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. ჩხუბის შედეგად 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მათ შორის სახის ძვლებისა და ფუძის მრავლობითი დაზიანება.

ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×