რეზონანსი
09.06.2020

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსი ჩინეთში შესაძლოა, გასული წლის აგვისტოში გავრცელდა, ინფორმაციას ამის შესახებ ,,პრაიმტაიმი" უცხოურ მედიაზე დაყრდნობით აქვეყნებს.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევა საავადმყოფოების ნიმუშებსა და საძიებო სისტემაში ხშირად მოძიებულ სიტყვებს ეყრდნობა

კვლევის თანახმად, ჩინეთის ქალაქ უჰანის იმ საავადმყოფოში, სადაც ოფიციალური ინფორმაციით ვირუსი 2019 წლის ბოლოს გავრცელდა, აგვისტოს თვეში მიმართვიანობა გაზრდილი იყო.

მიმართვიანობის გაზრდაზე სატელიტით გადაღებული საავადმყოფოს ავტოსადგომის ფოტოები მეტყველებს.

ასევე, დროის ამ პერიოდში ადამიანები საძიებო სისტემაში ყველაზე ხშირად ეძებდნენ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ სიმპტომებს, როგორიცაა „გაციება" და „დიარეა".

დაკავშირებული იყო თუ არა მიმართვიანობის გაზრდილი მაჩვენებელი ახალ ვირუსთან ამის დაზუსტებით თქმა არ შეიძლება.

სრული ვერსიის ნახვა primetime.ge - ზე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×