რეზონანსი
09.06.2020

ჩხუბი გორში, რესტორან "ჟოზეფში" - 18 წლის ბიჭის მდგომარება უმძიმესია. მას ადგილობრივ საავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ბიჭს დამტვრეული აქვს სახის თითქმის ყველა ძვალი და მიღებული აქვს ქალა-ტვინის მძიმე ტრამვა. მძიმე მდგომარეობის გამო 18 წლის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.

"გამთენიისას შემოიყვანეს 18 წლის ახალგაზრდა ტრამვული დაზიანებით. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მას აქვს თავის ქალის მძიმე ტრამვა. სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. ჩაუტარდა სათანადო ქირურგიული ჩარევა. პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ბიჭი გადაყვანილია დედაქალაქში."

შეგახსენებთ, ჩხუბი რესტორანში დღეს, გამთენიისას მოხდა.  მომხდართან დაკავშირებით შსს-ში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×