რეზონანსი
09.06.2020

20 ივნისს აქცია გაიმართება - მერიას გზის გადაკეტვის მოთხოვნით მიმართეს.

20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. როგორც სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში განცხადება შეიტანეს.

მისივე თქმით, ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც ბიძინა ივანიშვილს არ ემხრობა.

„სახელმწიფომ ახალი რეგულაციების გამარტივებით მოგვცა ამის საშუალება, რომ შევიკრიბოთ. იმიტომ რომ თქვენ ხედავთ რამდენი ადამიანი იკრიბება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მოედნებსა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ჩვენ ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს ქალაქის მერიასთან, რომ იმისთვის, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები გავითვალისწინოთ და მარტო იმიტომ, რომ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე მეექვსე თვეა შემოღობილია ფიზიკურად ვერ ვდგებით და შესაბამისად, გვიწევს გზის სავალ ნაწილზე გადასვლა.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×