რეზონანსი
09.06.2020

საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის ახალი ტალღა - ქართველ ემიგრანტებს გერმანიიდან ისევ დააბრუნებენ. იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ყვებიან, რომ პოლიცია მათ პირდაპირ ქუჩიდან იტაცებს და სპეციალურ ცენტრში გაურკვეველი ვადით მიყავთ. განყოფილებაში კი უხსნიან, რომ გერმანელი სამართალდამცავები ოპერაციებს საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით ატარებენ.

"გადგებიან ღამე, ხუთ საათზე, არც გაფრთხილებენ, არაფერი, მოდის 15, ხან 20 პოლიციელი და მიჰყავხარ სადეპორტოში. დღეს გამთენიისას არის დეპორტი, ანუ 12 რომ გადასცილდება, 4 საათზე იქნება დეპორტი. 17 საათზე საქართველოს დროით იქნება აეროპორტში თვითმფრინავი. თვითონ გერმანიის პოლიცია ამბობს, თქვენ ჩვენ პრობლემას არ გვიქმნითო, მაგრამ სახელმწიფო ითხოვს თქვენს დეპორტირებას საქართველოშიო", - ამბობს "მთავართან" ერთ-ერთი ემიგრანტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×