რეზონანსი
09.06.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტები საკუთარი კალმებით უნდა მივიდნენ.

„თუ კალამი არ ექნებათ, კალამს დაახვედრებენ. მაქსიმალურად შეზღუდული იქნება ნებისმიერი სხვა ნივთების შეტანა საგამოცდო სივრცეში, ამიტომ აბიტურიენტებს ვთხოვთ, ეს გაითვალისწინონ“, – ამბობს იმნაძე.

მისივე განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე გამომცდელებისთვის ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×