რეზონანსი
09.06.2020

გავრცელებული ინფორმაციით მმართველ პარტიაში აქტიურად განიხილება ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურის დაწყება.

გიორგი გახარიას მერის არჩევნების დროს ზუგდიდი ჰქონდა ჩაბარებული და ზუგდიდის მოქმედი მერის დაყენება არჩევნებზე სწორედ მისი რეკომენდაციით იქნა წარდგენილი.

გახარია ზუგდიდში მაჟორიტარად წარადგინეს 2020 საპარლამენტო არჩევნებზე, თბილისთან ერთად ზუგდიდის მაჟორიტარობა პოლიტიკური ფრონტის წინა ხაზი იქნება.

ამავე ინფორმაცის თანახმად იუსტიციის მოქმედი და უცვლელი მინსტრი თეა წულუკიანი ისევ ნაძალადევის რაიონში იქნება მაჟორიტარად წარდგენილი. არაოფიციალური ინფორმაციით სწორედ წულუკიანს განიხილავს მომავალ პარლამენტში, ივანიშვილი პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ.

რაც შეხება მოქმედ პარლამენტის თავმჯდომარეს, თალაკვაძეს ჩვენი ინფორამციით პარტიას მშობლიურ გურიაში ახლა უკვე სამი გაერთიანებული რაიონის ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მაჟორიტარად წარადგენს.

ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საარჩევნო ოლქს, რომელშიც 5 რაიონი - ონი-ამბროლაური-ცაგერი-ლენტეხი და მესტია შედის მმართველი პარტიის ერთი ნაწილი, შსს მინისტრის პირველ მოადგილეს კახაბერ საბანაძეს უჭერს მხარს, თუმცა მეორე ნაწილი ე.წ. კალაძის დაჯგუფება, გოჩა ენუქიძეს.

ჩვენი ინფორმაციით მიუხედავად არაერთი სკანდალისა "ოცნება", ახაქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარად ენზელ მკოიანს უჭერს მხარს და სწორედ მას წარადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით თითქმის გადაწყვეტილია, რომ "მეამბოხე მაჟორიტარს" რომელმაც, როგორც ოპოზიციაში ამბობენ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩააგდო - დიმიტრი ხუნდაძეს მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარად წარადგენენ და ის უშუალოდ ივანიშვილის კანდიდატურაა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×