რეზონანსი
09.06.2020

სოციალურ ქსელში უქმეებზე გადაღებული თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური კაფის - "ფაბრიკის" - ფოტოები გავრცელდა. ადგილზე უამრავი ახალგაზრდაა თავმოყრილი, არ არის დისტანცია დაცული და ყველა პირბადის გარეშეა.

ამან საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და გაჩნდა კითხვები, მაშინ რატომ არის ქორწილი და სხვა სახის რიტუალი აკრძალული.

ქვეყანაში რამდენიმე სახის შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, 10 პირზე მეტის შეკრება, მათ შორის ქორწილისა და ქელეხების გადახდა კვლავ აკრძალულია.

გაიხსნა რესტორან-კაფეები, თუმცა სტუმარმა გარკვეული წესები უნდა გაითვალისწინოს: შესვლამდე თერმოსკრინინგის პროცედურა გაიაროს და 2-მეტრიანი დისტანცია დაიცვას. როგორც ფოტოზე ჩანს, "ფაბრიკაში" ყველა წესი იგნორირებულია, მაგრამ სამთავრობო უწყებებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×