რეზონანსი
09.06.2020

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე, გახანგრძლივდება საგამოცდო დღეების რაოდენობა, თუმცა არ გაორმაგდება, - ამის შესახებ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგვიწია, რომ თითოეულ სესიაზე ერთი მესამედით ნაკლები აბიტურიენტი დავუშვათ, შესაბამისად, სესია გვექნება უფრო მეტი, დღეების რაოდენობაც იქნება უფრო გახანგრძლივებული, თუმცა დღეების რაოდენობა ნამდვილად არ ორმაგდება. ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხანგრძლივობის შეიძლება იყოს წინა წლებისგან განსხვავებით. რაც მთავარია, აბიტურიენტებისთვის გამოცდები დაიწყება 6 ივლისს და ივლისშივე დამთავრდება. ვფიქრობ, კარგია, რომ გამოცდები არ გადავა აგვისტოს თვეში", - აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×