რეზონანსი
09.06.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების თარიღებისა და წესის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განიავების პრობლემაზე გააამხვილა ყურადღება.

მისი თქმით, საჯარო სივრცეებში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ჯერჯერობით ნებადართული არ არის.

„აქედან გამომდინარე, კონდიციონერები იმუშავებს გამოცდების დაწყებამდე, გამოცდებს შორის პერიოდში, მაგრამ თვითონ გამოცდის პერიოდში ფანჯრები იქნება ღია და უზრუნველყოფილი იქნება განიავება, მაგრამ გამოცდების დროს კონდიციონერები სამწუხაროდ ვერ იმუშავებს. თუ გამოცდების დაწყებამდე გამოქვეყნდა ახალი სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა ეს რეკომენდაციები გადაიხედება", -აღნიშნა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×