რეზონანსი
09.06.2020

თუ გამოცდების დაწყებამდე და გამოცდაზე მისვლამდე აბიტურიენტი თავს შეუძლოდ იგრძნობს, (2-3 დღით ადრეც) ამისთვის მზად იქნება პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რომ ასეთი აბიტურიენტი მიიღოს, ჩაუტარდეს შესაბამისი შეფასება და საჭიროების შემთვევაში PCR ტესტირება, თუ ამას ოჯახის ექიმი საჭიროდ ჩათვლის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საგამოცდო სივრცეში ტემპერატურის მომატების შემთხვევაში ბუნებრივია დგება საეჭვო კოვიდის თემა და ამდენად ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით მინიმუმამდე შევამციროთ ტემპერატურის მომატების დროს კოვიდის ალბათობა. თუ გამოცდების დაწყებამდე და გამოცდების მისვლამდე აბიტურიენტი თავს შეუძლოდ იგრძნობს, (2-3 დღით ადრეც) ამისთვის მზად იქნება პირველადი ჯანდაცვის ქსელი, რომ ასეთი აბიტურიენტი მიიღოს, ჩაუტარდეს შესაბამისი შეფასება და საჭიროების შემთვევაში PCR ტესტირება, თუ ამას ოჯახის ექიმი საჭიროდ ჩათვლის, რადგან 2-3 დღით ადრე ჩატარებული ტესტირება ჩვენ საშუალებას მოგვცემს უსაფრთხოდ გამოვრიცხოთ კოვიდის არსებობა და აბიტურიენტს, რომელსაც შესაძლოა ტემპერატურა მომატებული ჰქონდეს გამოცდამდე დავუშვათ საგამოცდო სივრცეში, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×