რეზონანსი
09.06.2020

„დღევანდელი დღე აჩვენებს, რომ ჩვენ არაფრისგან დაზღვეულები არ ვართ, ჩვენი უპირველესი ვალდებულებაა მეტი სიფრთხილე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისა და საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.

„მინდა დავუბრუნდე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო უფრო მეტი სიფრთხილისკენ. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რა თქმა უნდა ჩვენ, ყველა ერთად უნდა გავუფრთხილდეთ ქართულ ტურიზმს და თითოეულ თქვენგანს მოვუწოდებ ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში. ეს იქნება ყველაზე დიდი მხარდაჭერა დღეს, ამ წელს ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი ტურისტული სექტორისთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×