რეზონანსი
09.06.2020

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ყოფილ ქმარს, ავთანდილ ხარაძეს პატიმრობა შეეფარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მოსამართლე დავით კურტანიძემ 4 ივნისს იმსჯელა და ავთანდილ ხარაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა. მათივე ინფორმაციით, შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ივლისს, 12:00 საათზე გაიმართება.

არსებული ინფორმაციით, ხარაძემ შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია. მას ყოფილ ცოლთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე ყოფილ მეუღლეს ფსიქოლოგიური ძალადობაში ადანაშაულებდა. თუმცა, ავთანდილ ხარაძე „ინტერპრესნიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კატეგორიულად გამორიცხავდა ყოფილ მეუღლეზე როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

როგორც ხარაძე აცხადებდა, ყოფილ მეუღლეებს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი 5 წლის შვილი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×