რეზონანსი
09.06.2020

რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა, შესაძლოა, შემოდგომაზე აღდგეს - ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანასთან ავიამიმოსვლის აღდგენას განიხილავს, მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა.

"რუსული ავიაგადამზიდების ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფი აღდგენისთვის, განიხილება შემოდგომიდან საქართველოსა და ეგვიპტეში რეისების აღდგენა. ეს არის მიმართულებები, რომლებზეც მოთხოვნა დიდია. რაც საშუალებას მისცემს ავიაკომპანიებს დაბალ სეზონზეც მიიღონ გარანტირებული მგზავრების ნაკადი,"- წერია ტუროპერატორების ასოციაციის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×