რეზონანსი
09.06.2020

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მას სურდა, კორონავირუსით დაინიფიცრებულიყო, რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო.

მისივე თქმით, დაავადების არ ეშინია და სურდა ეს ეტაპი თავის თავზე გამოეცადა.

„ჩემს თავზე მინდოდა გამომეცადა ეს ეტაპი, რათა ხალხის მდგომარეობა შემსუბუქებულიყო. როდესაც ჩვენ გვქონდა დეპრესიის პერიოდი, შევიკრიბეთ და მე ჩვენებს შევთავაზე: მოდი, მე გავხდები ავად და ჩემი იზოლაცია მოხდება და ამას ნორმალურად გადავიტან. ეს იმისთვის მსურდა, რათა ხალხს გაეგო, რომ ყველა შეიძლებოდა ავად გამხდარიყო, ისინი დეპრესიაში არ ჩავარდნილიყვნენ და მეჩვენებინა, რომ ეს ჭირი არ იყო," - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ ეს „ზედმეტი" იყო.

„ოჯახი არ მაპატიებდა. იტყოდნენ, რომ მე სულელი ვარ და პრინციპში, მართალიც იქნებოდნენ", - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით უკრაინაში კორონავირუსის 27 462 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 797 ადამიანი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×