
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათი კლინიკის სამი თანამშრომელი „არაადეკვატური ქცევების მქონე" პაციენტებისგან დაინფიცირდა.
„მინდა აუცილებლად აღვნიშნო, პირველი დღიდან 8 ივნისამდე კლინიკა ჩართულია კოვიდთან ბრძოლაში და კლინიკა არის კოვიდკლინიკა, მაგრამ ეს არის ერთადერთი კლინიკა, რომელსაც არ ჰყოლია არცერთი დაინფიცირებული მედპერსონალი, არც გამჟღავნებულად, არც დაფარულად იმიტომ, რომ უმაღლეს დონეზე ხდებოდა ეპიდემიოლოგიური რისკების დაცვა. ჩვენ მოგვიწია, სამწუხაროდ, არაადეკვატურ ერთ-ორ პაციენტთან ურთიერთობა, რომელსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდა, ფსიქიკური პრობლემების გამო, ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება, არ გვეკარებოდა არავინ გარკვეული რისკები გამო, არც ერთი სამართალდამცავი ორგანო, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, მაგრამ მათიც გვესმის და ასეთი ცხოვრების პირობებში მოხდა ისე, რომ სამი პერსონალი, ეს არის ექთანი და სანიტარი ერთი და იგივე ცვლის, დაინფიცირდა. თუმცა კლინიკაში დაცულია ზომები, ეს პერსონალი არის იზოლირებულად, ზოგადად ნაკადები პერსონალთა ცვლების ხდებოდა ძალიან მაღალ დონეზე და დღემდე იმიტომ გვქონდა ასეთი შედეგი, რომ არც ერთი დაინფიცირებული არ გვყოლია და იზოლირებულად მოხდა ამ ცვლაში დაინფიცირება, სადაც ნაკლებად ველოდებით კონტაქტებში გავრცელების რისკებს. მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ გამოხატული სიმპტომები, ტემპერატურაა მაღალი, სწორედ ამიტომ პირველივე სიმპტომების შემთხვევაში მოხდა პაციენტების სკრინინგი, სკრინინგის დონეზე გამოვლინდა ეს ინფიცირება და დროულად მოხდა ზომების მიღება", - განაცხადა სოლოღაშვილმა.