რეზონანსი
09.06.2020

ვირუსის გამავრცელებელია ყველა, იქნება ეს უსიმპტომო პაციენტი, თუ იქნება პაციენტი, რომელსაც მინიმალური სიმპტომები აქვს გამოხატული, უბრალოდ განსხვავებული სიმძლავრით ხდება დაავადების გავრცელება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელება ყველაზე მაღალი ხარისხით გავრცელება ხდება კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან დაახლოებით ერთი კვირა.

„სხვადასხვა სიხშირით ხდება პაციენტების ინფიცირების ხარისხი დაავადების გამოვლენიდან. საერთოდ რომ გითხრათ, დაავადებით ინფიცირებიდან ბოლომდე პაციენტები არიან გამავრცელებლები, მაგრამ ზოგადად თუ ვიტყვით გადადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, პიკი არის ერთი კვირის თავზე ინფიცირებიდან და მერე მცირდება, თუმცა ეს მონაცემები მუდმივად იცვლება. მას შემდეგ, რაც ჩინეთში დაფიქსირდა პირველი შემთხვევა, ეს მონაცემები ბევრჯერ შეიცვალა. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ დაავადების გავრცელების ყველაზე მაღალი ხარისხი არის დაავადების გამოვლენიდან მეშვიდე-მერვე დღეზე, შემდეგ უნდა შემცირდეს, მაგრამ ალბათ, ეს მონაცემებიც ცვალებადი იქნება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×