რეზონანსი
09.06.2020

საქართველოში კოვიდ ინფიცირების 8 ახალი შემთხვევაა, მათ შორის 3 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე გაავრცელა. 

"სამწუხაროდ, დღეს ისევ გვიწევს დავიწყოთ ციფრებზე საუბარი, რადგან 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. მათგან სამი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, კერძოდ ბოჭორიშვილის კლინიკიდან. ორი შემთხვევა კი წარმომავლობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ გაურკ​ვეველია. ვრწმუნდებით, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, უკიდურესად ნაადრევია,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×