რეზონანსი
09.06.2020

ნიდერლანდებში ქართველი მამაკაცი დააკავეს - გამოძიების ინფორმაციით, ის 12,5 მილიონ ევროს მალავდა.

დაკავებულს ბრალი ფულის გათეთრებაში ედება. მისი აყვანა ქალაქ ეინდჰოვენში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციის მიერ ამოღებული ბანკნოტები საერთო ჯამში 225 კილოგრამს იწონიდა.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა საცხოვრებელი სახლიდან ნაღდი ფულის გარდა, ფულის სათვლელი აპარატი, ორი ცეცხლსასროლი იარაღი და დაცული კომუნიკაციისთვის განკუთვნილი ტელეფონი ამოიღეს.

35 წლის ბრალდებული თანხის წარმომავლობას არ ასახელებს. დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, საცხოვრებელი სახლი, სადაც ფული ინახებოდა, მამაკაცს არ ეკუთვნოდა და ის უსახლკარო იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×