რეზონანსი
09.06.2020

პარტია “სამართლიანობის” თავმჯდომარე, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მისი პარტია პარლამენტში ვერ შევა, ის პოლიტიკიდან წავა და სხვა ფრონტიდან იბრძოლებს სამართლიანი სასამართლოსთვის.

„თუ ჩემი ახალი პარტია არჩევნების შედეგად პარლამენტში ვერ შევა, მე პოლიტიკიდან წავალ. მე ამ პარტიით მინდა ამ ქვეყანაში ბრძოლა სამართლიანი სასამართლოსთვის თანამოაზრეებთან ერთად. თუ ეს მიზანი ვერ მივიყვანე ბოლომდე, მე ვერ ვხედავ ჩემს ადგილს პოლიტიკაში. შეიძლება სხვა ფრონტიდან ვიბრძოლო. ზუსტად ვიცი რისთვის ვიბრძვი, ვიცი როგორ მივიდე და ბევრი ადამიანია საჭირო ამისთვის. ბევრი ადამიანი მეიმედება და ბევრი ასეთი ადამიანი უნდა იყოს პოლიტიკაში, რომ მიზანს მივაღწიოთ”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×