რეზონანსი
09.06.2020

საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლომ ბასილაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 9-საათიანი პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას.

"სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა! შესაბამისად, ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა!" - წერია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×