რეზონანსი
09.06.2020

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართული ესტრადის ვარსკვლავი სოფო ნიჟარაძე დედა გახდა. მისი ახლობლების თქმით, სოფომ ამერიკაში იმშობიარა, სადაც დედასთან ერთად 5 თვის ორსული გაემგზავრა.

პატარას დედამ ალის-მარია დაარქვა, თუმცა ამ დრომდე არც ბავშვის ფოტო გამოუქვეყნებია და არც მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე გაუკეთებია კომენტარი. მითუმეტეს, არც ბავშვის მამაზე უთქვამს რამე, როცა ტაბლოიდები ბავშვის მამად საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აცხადებენ და ამბობენ, რომ წყვილი მალე დაქორწინებასაც გეგმავს.

„პრაიმტაიმი“ მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს დაუკავშირდა:

"ტყუილია ეს ინფორმაცია, იმ გოგოსაც ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში. ეს ისეა სიმართლე, როგორც მე მეკუთვნის, მთელი უკრაინის კურორტები. ჭორს რა გამოლევს უსაქმურ და ბოღმიან ხალხში? მის ოჯახში ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ მომხდარა", - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×