
დიდი იმედი მაქვს, ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც სურვილი ექნება, რომ აიცრას და ძალიან ბევრს ექნება სურვილი, ნეტავ მათ ეყოთ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მესმის „დაჩიპვა" ვაქცინა, ამის დაკავშირება ერთმანეთთან. რა უნდა ვთქვა ამაზე? გარდა იმისა, რომ ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც ძალიან დიდი სურვილი ექნება რომ აიცრას, ნეტავ, იმას ეყოს. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე? მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ ძალიან მალე დაამზადონ ეს ვაქცინები, ყველას ეყოს. ნეტავ, იმას ეყოს, ვისაც ძალიან მოუნდება რომ აიცრას", - განაცხადა პაატა იმნაძემ.