რეზონანსი
08.06.2020

დედოფლისწყაროში მოსახლეობა ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივის. ადგილობრივების ინფორმაციით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ქვეწარმავლების მიერ ადგილობრივების დაკბენის ფაქტებიც დაფიქსირდა.

„რაც დაცხა, ქვეწარმავლების რაოდენობამ მოიმატა. ადამიანებიც დაკბინეს. იქნებ მოგვხედოს ვიღაცამ",- განაცხადა სოფელ თავწყაროს მკვიდრმა, ნინო წიკლაურმა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მარიეტა გონაშვილი ადასტურებს, რომ მუნიციპალიტეტში ქვეწარმავლები მართლაც მომრავლდნენ.

„რას უკავშირდება, არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად მომრავლდნენ. დაკბენის ორი ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან ერთი შხამიანი გველის ნაკბენი იყო და მოქალაქეს სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. ჩვენთან ინახება სპეციალური შრატი, რაც შხამიანი გველისგან დაკბენის შემთხვევაში, საშუალებას მოგვცემს, ადამიანს დახმარება აღმოვუჩინოთ"

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში, შხამიანი ქვეწარმავლის სახეობა, გიურზაც ფიქსირდება, რომელიც ზაფხულის სეზონზე აქტიურდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×