რეზონანსი
08.06.2020

კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის ოჯახის წევრები, პროკურატურაში მივიდნენ. მათ პროკურატურის საბოლოო პასუხი, როდის მოხდება ლავასოღლის თურქეთიდან ექსტრადირება, დღეს უნდა მიეღოთ.

ლავასოღლის ოჯახის წარმომადგენლებსა და საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შორის შეხვედრა ნახევარი საათი გაგრძელდა.

ოჯახის წევრებს ერთადერთი თხოვნა ჰქონდათ, დასახელებულიყო მინდია გორაძის ექსტრადირების კონკრეტული თარიღი, თუმცა პროკურატურის წარმომადგენელმა ეს თარიღი ვერ დაასახელა და შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

"პროტესტი კი არა, ძალიან მასშტაბური სახე მიეცემა, წინასწარ არ მინდა ლაპარაკი..." - ამბობს მინდია გორაძის და ინდირა გორაძე.

მინდია ლავასოღლის ოჯახის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის მტკიცებით, მისი ექსტრადიციის საკითხზე თურქული მხარე სრულ მზადყოფნაშია და მზად აქვს ექსტრადირებისთვის საჭირო ყველა საბუთი, თუმცა ამისთვის საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს. კობაიძის თქმით, ეს ქვეყნის მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, კონკრეტული პასუხი ვიცოდეთ, თუ როდის მოხდება მინდიას ექსტრადაცია. იმედი მაქვს, რომ ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი იქნება ღია - ან მალე მოხდება, ან მაშინ უნდა გვითხრან, თუ არ მოხდება, მესამე ქვეყანაში მოხდება მისი გაშვება. წელიწადი და ათი თვე ოჯახი ითხოვს კონკრეტულ პასუხს და იმედია, შეხვედრა შეხვედრისთვის არ მოხდება", - განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე თურქეთში დააკავეს. მისი საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით უკვე კვირაზე მეტია მისი მხარდამჭერები აქციებს მართავენ.

აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×