რეზონანსი
08.06.2020

კანზასის შტატში ანტირასისტული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს „კოვიდ-19" დაუდასტურდა. ინფორმაციას „ფოქსნიუსი" ავრცელებს.

ქალაქ ლორენსის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ინფიცირებული საპროტესტო აქციას 31 მაისს, ქალაქ ლორენსში დაესწრო. „ფოქსნიუსი" ექიმებზე დაყრდნობით წერს, რომ ინფიცირებულს აქციის დროს ნიღაბი არ ეკეთა.

ექიმები იმ ადამიანებს, ვინც 31 მაისს საპროტესტო აქციას ესწრებოდნენ, მოუწოდებენ, რომ დაუყონებლივ გადავიდნენ თვითიზოლაციაში.

ანტირასისტული აქციები ამერიკის შეერთებულ შტატებში მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×