რეზონანსი
08.06.2020

პირბადის გამოყენების ვალდებულება უვადო რეგულაცია არ არის. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირბადის გამოყენების წესები გავრცელდება მხოლოდ იმ პერიოდით, რა პერიოდითაც მთავრობა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს აწესებს. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით კი, მთავრობას შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა 2020 წლის 15 ივლისამდე აქვს.

„ეს ცვლილებები კანონმდებლობაში მივიღეთ. იქ მთავრობა თავისი აქტით განსაზღვრავს ვადებს , ამ წესების გავრცელების პერიოდულობაზე. შესაბამისად, პირბადესთან დაკავშირებული რეგულაციები მიბმული იქნება ზუსტად იმ აქტზე, რომელსაც მთავრობა გამოსცემს და იმ პერიოდზე, რომელიც მთავრობის მიერ გამოცემულ აქტში არის დარეგულირებული", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×