რეზონანსი
08.06.2020

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზაფხულო ბაღები წელს არ გაიხსნება.

ბექა ფერაძის განმარტებით, ვინაიდან ერთ სივრცეში ხდება კონცენტრაცია, ბავშვები შესაძლოა სხვადასხვა ოჯახში ინფექციის მიტანის საფუძველი გახდნენ.

„სექტემბრამდე ასეთი ტიპის ობიექტების გახსნაზე საუბარი ნაადრევია. ამიტომ უნდა დაველოდოთ ეპიდსიტუაციას და ამის მიხედვით გაიხსნება", - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×