
ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი ჭინჭარაული, რომელმაც თანასოფლელები დანით დაჭრა, სავარაუდოდ თავადაც დაჭრილია. ინფორმაციას დაკავებულის ახლობლები პირად საუბრი ადასტურებენ.
დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ ჭინჭარაული ნასვამი არ ყოფილა და მისივე თანასოფლებები და მოგვარეები მხოლოდ იმიტომ დაჭრა, რომ მას ძმებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ფაქტია, რომ გიას დაესხნენ თავს და იცავდა თავს. პირველი შელაპარაკება როდესაც მოხდა, თავისი დიშვილი ახლადა, 9 წლის ბავშვი და ის გაარიდა და სახლში წაიყვანა. მერე მოხდა, რომ გაერკვია, რატომ აყენებდნენ შეურაცხყოფას" - ამბობს დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი.
გიორგი ჭინჭარაულს ბრალს დღეს წარუდგენენ და მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
"ოცნების" დეპუტატმა მოგვარეები გუშინ დაჭრა.
Newposts