რეზონანსი
08.06.2020

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო ოთხმა ადამიანმა.

დაშავებულები კლინიკა „მედალფაში" არიან გადაყვანილები.

„პაციენტებს აღენიშნებათ ზედაპირული ტრავმები. ამჟამად ისინი დაკვირვებისა და კვლევის ფაზაში არიან", - განაცხადა კლინიკა „მედალფას" დირექტორმა, დავით მდინარაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×