რეზონანსი
08.06.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, სომხეთის დახმარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დახმარების ფარგლებში საქართველო სპეციალისტების გაგზავნის თუ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს საქართველოში ჩამოიყვანენ, ამის შესახებ იმნაძე პასუხობს, რომ ეს საკითხი ჯერ განხილვის საგანია.

„ამ საკთხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იცით რომ შეთავაზება გაკეთებული იყო. ეს ყველაფერი იქნება მოლაპარაკების საგანი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×