რეზონანსი
08.06.2020

ყველაფერი ერთად ვერ გაიხსნება- ასე უპასუხა კითხვას საცურაო აუზების გახსნის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე

მისი თქმით, სასტუმროებში არიან ფიქსირებული სტუმრები და მხოლოდ მათთვის არის ნებადართული აუზების გამოყენება და არა გარედან შესული ადამიანებისთვის.

„უნდა იყოს რაღაც რიგითობა დაცული. ისედაც ქვეყანაში საკმაოდ დაჩქარებული ტემპით მოხდა აქტივობების გახსნა სხვადასხვა ბიზნეს სექტორისა. რა თქმა უნდა გაიხსნება აუზებიც, მაგრამ შესამუშავებელი იქნება გარკვეული განსხვავებული წესები. სასტუმროში არიან ფიქსირებული ადამიანები, ვინც არიან ამ სასტუმროების დამსვენებლები. ღია აუზებზე ადამიანები შედიან ასე ვთქვათ ქუჩიდანაც. ამიტომ ეს იქნება დასარეგულირებელი. ამიტომ ყველაფერი გაიხსნება, ოღონდ თავის დროზე",- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×